გაერო ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებულ სამდღიან ცეცხლის შეწყვეტაზე - ჩვენ გვსურს ომის დასრულება

ჩვენი პოზიცია უცვლელი რჩება: ჩვენ გვსურს ომის დასრულება, მაგრამ ის უნდა იყოს პრინციპული და თანმიმდევრული და გაერო-ს ქარტიაზე, საერთაშორისო სამართალსა და ყველა შესაბამის რეზოლუციაზე მტკიცედ დაფუძნებული, - ასე ეხმაურება გაერო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელი, სტეფან დუჟარიკი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ სამდღიანი ზავის გამოცხადებას.

მისი თქმით, მშვიდობა უნდა იყოს მდგრადი და მოიცავდეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას.

ამასთან, გაერო-ს გენერალური მდივნის პრესსპიკერის განმარტებით, გაერო აფასებს ნებისმიერ ძალისხმევას, რომელიც ხელს შეუწყობს ამ კონფლიქტის დასრულებას.

„ჩვენ ვაფასებთ ნებისმიერ ძალისხმევას, რომელიც ხელს შეუწყობს ამ კონფლიქტის დასრულებას ჩვენი პოზიციის შესაბამისად, რომელიც ბევრჯერ, ბევრჯერ, ბევრჯერ, ბევრჯერ გაცხადებულა“, - აღნიშნა სტეფან დუჟარიკმა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს