ნანუკა ჟორჟოლიანის შვილის, მარიამ გეგუჩაძის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა დასრულდა

ნანუკა ჟორჟოლიანის შვილის, სამოქალაქო აქტივისტის მარიამ გეგუჩაძის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა დასრულდა.

ჩხრეკის ჩატარებისას, ბინაში იმყოფებოდა გეგუჩაძის ბიძა, რომელიც ამჟამად სწორედ ამ სახლში ცხოვრობს. ის ამბობს, რომ მას პროკურატურის თანამშრომლებმა მობილური ტელეფონი ჩამოართვეს.

ჩხრეკის ჩატარებისას ბინაში შესვლას ითხოვდა მარიამ გეგუჩაძე, თუმცა ის პოლიციამ არ შეუშვა. ჩხრეკას არც ადვოკატი დასწრებია.

„ბინა არის ჩემს სახელზე, შესაბამისად, ვის გამოც იყო ჩხრეკა ვიყავი მე, თუმცა არ შემიშვეს“, - - აღნიშნა გეგუჩაძემ.

ცნობისთვის, აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის სახლში და „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის ალეკო ცქიტიშვილის სახლში ჩხრეკა დასრულდა. ჩხრეკა ამ დრომდე მიმდინარეობს „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს