გიორგი ვაშაძე - რეჟიმს თავისუფალი მოქალაქეების ეშინია - გარდამტეხი მომენტი დგას და საჭიროა მეტი ერთიანობა, მეტი ორგანიზება და მეტი გაბედული მოქმედება

ეს არის შიშის რეჟიმი, რომელიც ცრუ ბრალდებებით, სასამართლო ფარსით, ღამით სახლში შევარდნებით და ჩხრეკებით ინიღბება,- ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე რამდენიმე ფონდის ხელმძღვანელის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას.

როგორც გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, ახლა საქართველოში გარდამტეხი მომენტი დგას და საჭიროა მეტი ერთიანობა, მეტი ორგანიზება და მეტი გაბედული მოქმედება.

“ჯერ ფონდები დახურეს, რომლებიც რეჟიმის მიერ ნაცემ და ცრუ ბრალდებებით დაკავებულ ადამიანებს ეხმარებოდა, ახლა სახლებში შეუვარდნენ, იმიტომ კი არა, რომ რამე დააშავეს, არამედ იმიტომ, რომ რეჟიმს თავისუფალი მოქალაქეების ეშინია.

ეს არის შიშის რეჟიმი, რომელიც ცრუ ბრალდებებით, სასამართლო ფარსებით, ღამით სახლში შევარდნებით და ჩხრეკებით ინიღბება.

ნანუკა ჟორჟოლიანი მათთვის საფრთხეა, იმიტომ, რომ ხმამაღლა ამბობს სიმართლეს და ხალხის მხარეს დგას.

ეს არის ივანიშვილის პანიკა და ამ პანიკაში მხოლოდ ერთ რამეს უნდა შევხედოთ სერიოზულად: ახლა საქართველოში გარდამტეხი მომენტი დგას და საჭიროა მეტი ერთიანობა, მეტი ორგანიზება და მეტი გაბედული მოქმედებ“, - წერს გიორგი ვაშაძე.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს