დიმიტრი პესკოვი - ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე კიევის რეჟიმისგან რეაქცია აქამდე არ მოგვისმენია

მოსკოვს წარმოდგენა არ აქვს, შეუერთდება თუ არა კიევი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას გამარჯვების 80 წლის იუბილეზე, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„პრეზიდენტმა პუტინმა კეთილი ნების ჟესტი გამოავლინა და გუშინ გამოაცხადა, რომ გამარჯვების დღის აღსანიშნავად დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოცხადდებოდა. კიევის რეჟიმისგან რეაქცია აქამდე არ მოგვისმენია. ჯერ ძალიან რთულია იმის გაგება, აპირებს თუ არა კიევის რეჟიმი [წინადადებას] შეუერთდეს“, - აღნიშნა პესკოვმა.

მისი მტკიცებით, მათ ასევე არ მიუღიათ კიევისგან პასუხი რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირი მოლაპარაკებების შესახებ.

„კიევის რეჟიმისგან პასუხი დღემდე არ მოგვისმენია“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გამარჯვების 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა, რომელიც სამი დღით, 8 -10 მაისს იმოქმედებს.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს