გიორგი ბარამიძე - რეჟიმის წარმომადგენლებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი ქმედება, არც შეუმჩნეველი დარჩება საერთაშორისო საზოგადოებისთვის და არც დაუსჯელი საქართველოს კანონმდებლობით, როცა ამის დრო მოვა

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური მდივნის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, ნანუკა ჟორჟოლიანის, აქტივისტების და ფონდების წარმომადგენლების საცხოვრებელ სახლებში განხორციელებული ჩხრეკები, „სადამსჯელო ოპერაციას ემსახურება”.

მისივე შეფასებით, „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებული ეს ქმედება საერთაშორისო საზოგადოების მიერ შეუმჩნეველი არ დარჩება.

„პირველ რიგში, მინდა გამოვეხმაურო სადამსჯელო ოპერაციას ნანუკა ჟორჟოლიანის და იმ ფონდების წინააღმდეგ, რომლებიც ეხმარებიან ადამიანებს, სოლიდარობას ვუცხადებ მათ და მადლობას ვუხდი იმისათვის, რომ ისინი გვერდში უდგანან რიგით ქართველ მოქალაქეებს, რომლებიც აპროტესტებენ მოღალატეობრივი კრიმინალური რეჟიმის მიერ არჩევნების გაყალბებას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ. ასევე ითხოვენ საქართველოში ნორმალური, ცივილიზებული ადმინისტრაციის და ხელისუფლების პირობებში, ნორმალური დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას.

მინდა რეჟიმის წარმომადგენლებს ვუთხრა, რომ მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს მათი ქმედება, არც შეუმჩნეველი დარჩება საერთაშორისო საზოგადოებისთვის და არც დაუსჯელი საქართველოს კანონმდებლობით, როდესაც ამის დრო მოვა.

მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ მათი პატრონები - ეს გლობალური რაშიზმი, რასაც ჰქვია რუსული იმპერიალიზმი, დაყრდნობილი ფაშისტურ იდეოლოგიაზე, ეს რაშიზმი ნამდვილად ვერ გაიმარჯვებს.

გარდა ამისა, ვხედავთ რა ვითარებაა მსოფლიოში, ნამდვილად არ არის ეს რუსეთის და რაშისტული იმპერიის სასარგებლოდ, ყველაფერი იქნება ისე, როგორც ქართველ ხალხს გაუხარდება, რაშიზმი აუცილებლად დამარცხდება და შესაბამისად, დამარცხდება რუსეთის მეხუთე კოლონა საქართველოში“, - განაცხადა ბარამიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ