დიმიტრი მედვედევი - ევროპის დენაციფიკაცია გვჭირდება - პირველ რიგში, ჩვენ სპეციალური სამხედრო ოპერაცია გამარჯვებით უნდა დავასრულოთ და კიევის ნეონაცისტური რეჟიმი გავანადგუროთ

ევროპის დენაციფიკაცია გვჭირდება, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

„ჩვენ ნამდვილი დენაციფიკაცია გვჭირდება. ნაციზმი, როგორც იდეოლოგია, სრულიად უნდა განადგურდეს არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ მთელ ევროპაში. ეს კი სხვადასხვა სახელმწიფოების ერთობლივი მოქმედებებით უნდა განხორციელდეს“, - განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.

მისი თქმით, „უკრაინის ბედი გადაწყვეტილია და კიევის რეჟიმი უნდა განადგურდეს“.

„ჩემი აზრით, უკრაინის ბედი წინასწარ გადაწყვეტილია. გაურკვეველია რამდენ ხანს გააგრძელებს მისი ნარჩენები ფუნქციონირებას, ვის დასჭირდება ის პრაგმატულ დასავლურ სამყაროში, ენერგორესურსების, ინდუსტრიის, პერსპექტივებისა და პოტენციალის გარეშე. პირველ რიგში, ჩვენ სპეციალური სამხედრო ოპერაცია გამარჯვებით უნდა დავასრულოთ და კიევის ნეონაცისტური რეჟიმი გავანადგუროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს კონფლიქტი მრავალი წლის განმავლობაში გაგრძელდება“, - აღნიშნა მედვედევმა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს