საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტა და „ენეგოეფექტურობის ცენტრ საქართველოს“ შორის თანამშრომლობის მეორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე, შენობების ენერგოაუდიტის განმახორციელებელი პირების გადამზადების მიზნით, „ენეგოეფექტურობის ცენტრი საქართველოსთან“ პარტნიორობით, პროფესიული გადამზადების სასერტიფიკატო პროგრამა შემუშავდება და დაინერგება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, თანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და „ენეგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს“ დირექტორმა, გიორგი აბულაშვილმა მოაწერეს ხელი.

დოკუმენტის ხელმოწერის ღონისძიება, რომელსაც ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქეთევან ქუთათელაძე, პროფესორ-მასწავლებლები, ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის, ასევე, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები, უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და ენერგოეფექტურობის ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა გახსნა.

თამარ წერეთლის განცხადებით, თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების გადაწყვეტილება მხარეებმა ქვეყნის ენერგოეფექტურობის პოლიტიკისა და ენერგოეფექტურობის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, ენერგოეფექტურობის ღონისძიებების ერთობლივად შემუშავების მიზნით მიიღეს.

როგორც ვიცე-რექტორმა აღნიშნა, შენობების ენერგოაუდიტის განმახორციელებელი პირების პროფესიული გადამზადების სასერტიფიკატო პროგრამა, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან კოოპერაციით შემუშავდება, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „ინკლუზიური განვითარება მდგრადი და მწვანე ბიზნესპრაქტიკის დანერგვით საქართველოში“ - ფარგლებში დაინერგება.

მისი თქმით, პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში ინკლუზიური და მდგრადი განვითარების ხელშეწყობის წინაპირობების შექმნას და მას „ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო (EECG)“, „World Vision საქართველო“ და „საქართველოს ფერმერთა ასოციაცია“ (GFA) ახორციელებენ.

თამარ წერეთლის განცხადებით, მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს, უმაღლესი და პროფესიული განათლების განვითარების მიზნით, უნივერსიტეტსა და ენეგოეფექტურობის ცენტრს შორის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას, რაც მხარეებს საშუალებას მისცემს ერთობლივად იზრუნონ ახალგაზრდა, კონკურეტუნარიანი პროფესიონალი კადრების მომზადებასა და მათ სამომავლო დასაქმებაზე.

„დარწმუნებული ვართ, პარტნიორობა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და „ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს“ შორის გახდება ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა შედგეს ეფექტიანი და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა უნივერსიტეტსა და ენერგოსექტორში მოქმედ ორგანიზაციას შორის. დოკუმენტი, რომლის ხელმოწერაც შედგა, ითვალისწინებს უნივერსიტეტის მხრიდან სრულ ჩართულობას ენერგოეფექტურობისა და შენობების ენერგოაუდიტის მიმართულებით ახალგაზრდა კადრების მოსამზადებლად. აღნიშნულ პროცესში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტები, მკვლევრები და პროფესორ-მასწავლებლები ჩაერთვებიან და ერთობლივი ძალისხმევით, ქვეყანას არაერთ გამოცდილ ახალგაზრდა სპეციალიტს შევძენთ, რომელთაც გარანტირებულად ექნებათ დასაქმების გრძელვადიანი პერსპექტივა. წარმატებას ვუსურვებ მხარეებს დასახული მიზნების განხორციელებაში“, - აღნიშნა ვიცე-რექტორმა თამარ წერეთელმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია