რელიგიის სააგენტოს დელეგაცია სომხეთში კოლეგა ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია სააგენტოს თავმჯდომარის, ზაზა ვაშაყმაძის, სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის, დავით დავითაშვილისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტის, ალექსანდრე შეყილაძის შემადგენლობით სომხეთის რესპუბლიკას ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის სააგენტო ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, სომხეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად, სამართლებრივი სტატუსის მინიჭებისა და რეგისტრაციის თაობაზე მოლაპარაკების დაწყების საკითხი განიხილეს.

“დელეგაციის წევრები ეთნიკურ უმცირესობათა ოფისში შეხვდნენ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრის მრჩეველს რელიგიურ საკითხებში, არტაშეს თუმანიანს, სომხეთის მთავრობის ეთნიკურ უმცირესობათა და რელიგიურ საქმეთა განყოფილების უფროსს, ვარდან ასცატრიანსა და სომხეთს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოსაზღვრე ქვეყნების დეპარტამენტის უფროსს, დავით ჯანაზიანს.

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, სომხეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად, სამართლებრივი სტატუსის მინიჭებისა და რეგისტრაციის თაობაზე მოლაპარაკების დაწყების საკითხი. საქმიანი საუბრის ფორმატში, მხარეებმა დასახეს სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული ნაბიჯები.

შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში, გიორგი შარვაშიძე, ელჩის მრჩეველი გიორგი ფიფია და სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, აშოტ სმბატიანი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა