“ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შესწავლის მიზნით შექმნილი პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის 30 აპრილის სხდომა “ფოტოგრაფების საქმეს“ დაეთმობა

30 აპრილს, “ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შესწავლის მიზნით შექმნილი პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომა “ფოტოგრაფების საქმეს“ დაეთმობა.

კომისიის სხდომის დღის წესრიგის გათვალისწინებით, ხვალინდელ სხდომაზე ნათია გედენიძეს, ირაკლი გედენიძეს და გიორგი აბდალაძეს მათი უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებით მოუსმენენ.

2011 წლის ივნისში ოთხი ფოტოგრაფი - გია აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე, ირაკლი გედენიძე და ნათია გედენიძე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. მათ საქმეს გრიფი “საიდუმლო“ ედო. ფოტოგრაფები რამდენიმეკვირიანი პატიმრობის შემდეგ, საპროცესო გარიგებით გაათავისუფლეს.

2012 წლის არჩევნების შემდეგ, მათ სასამართლომ პირობითი მსჯავრი და ნასამართლობა მოუხსნა.

2018 წელს სასამართლომ “ფოტოგრაფების საქმეზე“ გამამტყუნებელი განაჩენი გააუქმა და ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული ფოტოგრაფები გაამართლა.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა 30 აპრილს, 10:00 საათზე დაიწყება.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს