„თოდუას კლინიკა“ - ამ დროისთვის კლინიკიდან არცერთი პაციენტის ევაკუირების საჭიროება არ დამდგარა, პაციენტებისა და მედპერსონალის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება

„ვაგზლის ბაზრობის“ ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით „თოდუას კლინიკა“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.

„ამ დროისთვის კლინიკაში მოთავსებული არცერთი პაციენტისა და მედპერსონალის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. სამედიცინო გუნდი უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს ზრუნვას სტაციონარში მყოფი თითოეული პაციენტის საჭიროებებზე.

"თოდუას კლინიკიდან" არც ერთი პაციენტის ევაკუირების საჭიროება არ დამდგარა. ე.წ ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის გამო დღეს მხოლოდ ამბულატორიული პაციენტების მიღებაა შეჩერებული, რაც ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული დაკვამლიანებით არის გამოწვეული.

„თოდუას კლინიკა“ აღჭურვილია უმაღლესი სტანდარტის უსაფრთხოების სისტემებით, რაც უზრუნველყოფს შიდა სივრცეებში დაკვამლიანების თავიდან აცილებას.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ყველა შესაბამისი სამუშაო, რომელიც განსაზღვრულია უსაფრთხოების პროტოკოლით.

ვაგრძელებთ ზრუნვას კლინიკაში მოთავსებული სტაციონარული პაციენტების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე.

საჭიროების შემთხვევაში შეუფერხებლად მოგემსახურებათ "თოდუას კლინიკის" დიღმის და ვერის ფილიალები", - ნათქვამია განცხადებაში.

(R)

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს