ალექსანდრე დარახველიძე - ჭიათურაში პოლიციაა მობილიზებული, რომ უსაფრთხოება და სიმშვიდე იყოს დაცული - მოვუწოდებ ყველა იმ ადამიანს, ვინც გარკვეულ დესტრუქციულ ქმედებებს გეგმავს, თავი შეიკავოს მსგავსი ქმედებისგან

ჭიათურაში პოლიცია მობილიზებულია, რომ უსაფრთხოება და სიმშვიდე იყოს დაცული - მოვუწოდებ ყველა იმ ადამიანს, ვინც გარკვეულ დესტრუქციულ ქმედებებს გეგმავს, თავი შეიკავოს მსგავსი ქმედებისგან, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ჭიათურაში განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, პოლიცია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ადგილზე დაცული იყოს მართლწესრიგი და უსაფრთხოება.

„საზოგადოება კარგად ადევნებს თვალს, რომ სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ ერთი მხრივ, ჭიათურის მოსახლეობას ჰქონდეს დასაქმების საშუალება, მეორე მხრივ, კომპანიას შეექმნას პირობები იმისათვის, რომ აწარმოოს საკუთარი ბიზნესი და შესაბამისად, მოქალაქეებს ჰქონდეთ ღირსეული ანაზღაურება. ამ შემთხვევაში არსებობს კონკრეტული ჯგუფები, რომელმაც, კარგად ნახეთ თქვენ, რომ თავდასხმა განახორციელეს კომპანიის წარმომადგენელზე. მას მძიმე ჯანმრთელობის დაზიანება აქვს მიყენებული. დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირები დაკავებული არიან. ამავე დროს, პოლიცია რჩება ადგილზე და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დაცული იყოს საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება. პოლიცია არის ადგილზე მობილიზებული, რომ უსაფრთხოება და სიმშვიდე იყოს დაცული. მოვუწოდებ ყველა იმ ადამიანს, ვინც გარკვეულ დესტრუქციულ ქმედებებს გეგმავს, თავი შეიკავოს მსგავსი ქმედებისგან. პოლიცია გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ ადგილზე დაცული იყოს მართლწესრიგი და უსაფრთხოება,“ - განაცხადა დარახველიძემ.

ინფორმაციისთვის, 62-ე დღეა, რაც ჭიათურაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს და 7 პირი შიმშილობს. მაღაროელები მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას და მაღაროებში არსებული პრობლემების მოგვარებას ითხოვენ.მაღაროელები ასევე აპროტესტებენ ბოლო დროს „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ შემოთავაზებულ განცხადებას. ისინი მოუწოდებენ მაღაროელებს, ხელი არ მოაწერონ კომპანიის მიერ შემოთავაზებულ განცხადებას, ვინაიდან მათივე შეფასებით, „დათქმებში თავმოყრილია ის, რაც მომავალში ჭიათურას ჯოჯოხეთად ექცევა“. ამ დროისთვის, კოროხნალის, შუქრუთის, ითხვისის და დარკვეთის მაღაროებში არსებული მდგომარეობის შესწავლის მიზნით, „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიის“ წარმომადგენლები, შესაბამისი მიმართულების სპეციალისტებთან ერთად მონიტორინგს ახორციელებენ. ადგილზე მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო