უცხოელ მიგრანტებთან დაკავშირებით დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებებით ახალი მექანიზმი ინერგება, რომლითაც უცხოელისთვის თავშესაფრის მიცემის საკითხის განხილვა ქვეყანაში შემოშვების გარეშე, სახელმწიფო საზღვარზე მოხდება

უცხოელ მიგრანტებთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ფარგლებში ახალი მექანიზმი ინერგება, რომლის ამოქმედების შედეგად, რიგ შემთხვევებში, უცხოელისთვის თავშესაფრის მიცემის საკითხის განხილვა მისი საქართველოს ტერიტორიაზე შემოშვების გარეშე - საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მოხდება.

შს სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის გათვალისწინებით, განცხადება საზღვრის პროცედურით ერთ-ერთ შემდეგ შემთხვევაში განიხილება: - თუ არსებობს განცხადების დაუშვებლად ცნობის ან დაჩქარებული წესით განხილვის საფუძვლები; თუ პირი წარმოადგენს საფრთხეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის; თუ პირი გაძევებული იყო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის, ტერიტორიული მთლიანობისთვის, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნის გამო.

განცხადების საზღვარზე განხილვის და გადაწყვეტილების მიღების ვადა 28 კალენდარულ დღეს არ უნდა აღემატებოდეს.

როგორც შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირთა განთავსებისა და სათანადო პირობების შექმნის მიზნით, საჭირო იქნება სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე შესაბამისი სივრცეებისა და ინფრასტრუქტურის მოწყობა.

„განსაკუთრებით პრობლემა უკრაინის ომის შემდეგ შეიქმნა. როდესაც უკრაინის გარკვეული ტერიტორიები რუსეთის ოკუპაციის ქვეშ მოექცა, მათ შორის პენიტენციური დაწესებულებები იყო. დაიწყო ციხეებიდან გარკვეული რაოდენობის პატიმრების გათავისუფლება. ეს ადამიანები პირდაპირ ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მოვიდნენ. მათ მხოლოდ ციხიდან გათავისუფლების დოკუმენტი ჰქონდათ. რუსეთი მათ უკან არ იბრუნებდა და ეს ადამიანები ნეიტრალურ ზონაში დარჩნენ.

უსაფრთხოების სამსახურს გარკვეული რეკომენდაციები ჰქონდა, რომ ქვეყანაში მათი შემოშვება გარკვეული საფრთხის შემცველი იყო.

ეს ადამიანები საქართველოსგან თავშესაფარს ითხოვდნენ და ჩვენ არანაირი მექანიზმი არ გაგვაჩნდა. თუ უკან დაბრუნდებოდნენ, ომში ჩართვა მოუწევდათ.

საერთაშორისო ვალდებულება, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, მოითხოვს, რომ ადამიანები თავშესაფრის ეფექტური სისტემით უზრუნველვყოთ. ამიტომ საქართველოს ამ პირების ქვეყანაში შემოშვება მოუწია. რა თქმა უნდა, დაწესდა კონტროლი მათ გადაადგილებასა და ასე შემდეგ. ეს მხოლოდ ქურდობისთვის ნასამართლევი პირები არ იყვნენ - მათ საკმაოდ რთული დანაშაული ჰქონდათ ჩადენილი.

მაშინ ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაციებს დავუსვით კითხვა, თუ რა უნდა გვექნა და ასეთ დროს რა იყო გამოსავალი. მათი მხრიდან იყო შემოთავაზება, რომ ქვეყნებს აქვს პრაქტიკა საზღვარზე საკითხის განხილვის ისე, რომ პირი ქვეყანაში არ დაუშვას, თუმცა უზრუნველყოფილი უნდა იყოს პირობებით“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან და უცხოელ მიგრანტებთან დაკავშირებით მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის ამოქმედების შედეგად საემიგრაციო პოლიტიკა მკაცრდება, დღეს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და ჯანდაცვის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე განიხილა და მხარი დაუჭირა.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს