საქართველოს ბიზნესასოციაციამ დანიელ პარტნიორებთან თანამშრომლობით, წევრი კომპანიების წარმომადგენლებისთვის შრომის უსაფრთხოების ტრენინგი გამართა

საქართველოს ბიზნესასოციაციამ დანიელ პარტნიორებსა და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებასთან ერთად ორდღიანი ტრენინგი ჩაატარა, რომლის მიზანიც კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის შრომის უსაფრთხოების სფეროში საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გაზიარება იყო.

როგორც ბიზნესასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ტრენინგი თეორიული და პრაქტიკული კომპონენტებისაგან შედგებოდა და მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა კომპანიაში შრომის უსაფრთხოების სისტემის ორგანიზება და დასაქმებულთა ინტეგრაცია სისტემის განხორციელებაში, სამუშაო ადგილებზე რისკების შეფასების სისტემური მოდელის დანერგვა, აღსრულება და ასევე კონტროლი.

მათივე ცნობით, ტრენინგი საქართველოს ბიზნესასოციაციასა და Dansk Industry-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში წარიმართა, რომელიც ევროკავშირთან დაახლოების მიზნებისათვის შრომის ბაზრის განვითარებას ისახავს მიზნად.

„მოხარულნი ვართ, რომ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობით საქართველოს ბიზნესასოციაციამ და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ შრომის უსაფრთხოების ტრენინგი ჩაატარა, რაც საკმაოდ აქტუალური და მნიშვნელოვანი საკითხია როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე ბიზნესსექტორისა და მასში დასაქმებული ადამიანებისთვის. მიგვაჩნია, რომ მსგავსი პარტნიორული ურთიერთობები კიდევ უფრო გააძლიერებს კერძო სექტორს და ხელს შეუწყობს შესაბამის სექტორში დასაქმებული ადამიანების უსაფრთხოების დაცვას. ვაპირებთ, აქტიურად გავაგრძელოთ მუშაობა ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და ვიმედოვნებთ, რომ ეს თანამშრომლობა ორმხრივად სასარგებლო და პროდუქტიული იქნება“,- განაცხადა საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

ცნობისთვის, Dansk Industry-სთან თანამშრომლობით საქართველოს ბიზნესასოციაცია შრომის ბაზრის განვითარებისათვის წლის განმავლობაში კიდევ არაერთი ღონისძიების განხორციელებას გეგმავს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს