თინა ბოკუჩავა რობერტა მეცოლას, ურსულა ფონ დერ ლაიენს და მანფრედ ვებერს შეხვდა

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ევროპის სახალხო პარტიის კონგრესზე ევროპარლამენტის პრეზიდენტს რობერტა მეცოლას, ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს და EPP-ის პრეზიდენტს მანფრედ ვებერს შეხვდა.

როგორც პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პარტიის თავმჯდომარემ ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის დროს ისაუბრა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე.

თინა ბოკუჩავა, ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის დროს ისაუბრა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე: ივანიშვილის რეპრესიულ რეჟიმზე, რუსული რეჟიმის მხრიდან საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟის საფრთხეზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე, რომელიც არის პუტინის პირადი პატიმარი, რადგან მიხეილ სააკაშვილმა არ დათმო ქვეყნის დამოუკიდებლობა 2008 წელს და 50-ზე მეტ პოლიტპატიმარზე, რომლებიც უკანონოდ დააკავა არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს