სკოტ ბესენტი - აშშ-უკრაინის რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ შეთანხმება ნათლად მიანიშნებს რუსეთს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია სამშვიდობო პროცესის ერთგულია

აშშ-უკრაინის რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ შეთანხმება ნათლად მიანიშნებს რუსეთს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ერთგულია სამშვიდობო პროცესისა, რომელიც ორიენტირებულია თავისუფალ, სუვერენულ და აყვავებულ უკრაინაზე გრძელვადიან პერსპექტივაში, - ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესენტმა აშშ-უკრაინის რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.

„პრეზიდენტ ტრამპის დაუღალავი ძალისხმევის წყალობით, რომელიც მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად, მოხარული ვარ, გაცნობოთ შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის დღევანდელი ისტორიული ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების ხელმოწერის შესახებ, რომლითაც იქმნება აშშ-უკრაინის რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდი. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, შეერთებული შტატები ვალდებულია, ხელი შეუწყოს ამ სასტიკი და უაზრო ომის დასრულებას“, - აღნიშნა სკოტ ბესენტმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ არცერთ სახელმწიფოს ან პირს, რომელმაც დააფინანსა ან ამარაგებდა რუსული სამხედრო მანქანა, არ მიეცემა უფლება, ისარგებლოს უკრაინის აღდგენით.

აშშ-ის აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 30 აპრილს შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას აშშ-უკრაინის რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ.

„რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, აშშ-ის ხალხის მიერ უკრაინის დაცვისთვის გაწეული მნიშვნელოვანი ფინანსური და მატერიალური მხარდაჭერის აღიარების ნიშნად, ეს ეკონომიკური პარტნიორობა ჩვენს ორ ქვეყანას საშუალებას აძლევს, ერთად იმუშაონ და ერთად ინვესტირება მოახდინონ, რათა უზრუნველყონ, რომ ჩვენი საერთო აქტივები, ნიჭი და შესაძლებლობები დააჩქარებს უკრაინის ეკონომიკურ აღდგენას. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით, ფინანსთა სამინისტრო და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაცია (DFC) უკრაინის მთავრობასთან ერთად იმუშავებენ პროგრამის მართვის დასასრულებლად და ამ მნიშვნელოვანი პარტნიორობის წინსვლისთვის“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს