ისრაელის ხელისუფლების განცხადებით, ქვეყნის თავდაცვის ძალებმა სირიაში „ექსტრემისტული ჯგუფის“ წინააღმდეგ საჰაერო დარტყმა განახორციელა

ისრაელის ხელისუფლების განცხადებით, ქვეყნის თავდაცვის ძალებმა სირიაში „ექსტრემისტული ჯგუფის“ წინააღმდეგ საჰაერო დარტყმა განახორციელა.

მათივე ცნობით, საჰაერო იერიში მას შემდეგ მოხდა, რაც სირიაში რელიგიური უმცირესობა, დრუზები არაერთხელ გახდნენ თავდასხმის ობიექტი.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა განცხადებაში აღნიშნეს, რომ ისრაელის სამხედროებმა „გამაფრთხილებელი ოპერაცია ჩაატარეს და ექსტრემისტულ ჯგუფს დაარტყეს“, როდესაც ისინი საჰნაიაში დრუზებზე თავდასხმის გასაგრძელებლად ემზადებოდნენ.

სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყნის შიდა საქმეებში „ნებისმიერი სახის უცხოური ჩარევა“ დაუშვებელია და აღნიშნეს, რომ სირიაში თითოეული უმცირესობა, მათ შორის დრუზები დაცულები არიან.

როგორც Reuters წერს, სირიის ლიდერ ბაშარ ალ-ასადის დამხობის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ისრაელმა სირიის ტერიტორიაზე საჰაერო იერიში განახორციელა.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია