ე.წ. ვაგზლის ბაზრობაზე, სადაც გუშინ ხანძარი გაჩნდა, ცოტა ხნის წინ ხმაური და დაპირისპირება იყო

სადგურის მოედანზე არსებულ „ბორჯომის ბაზრობაზე“, სადაც გუშინ ხანძარი გაჩნდა, ცოტა ხნის წინ ხმაური იყო. ხმაური და დაპირისპირება ბაზრობაზე დასაქმებულებსა და პოლიციას შორის მოხდა. დასაქმებული პირები შესვლას ითხოვდნენ იმ ტერიტორიაზე, სადაც სასაწყობე ფართებს ფლობდნენ, რადგან მათივე განმარტებით, ხანძარს გადარჩენილი სავაჭრო საქონლის გამოტანა სურდათ. მოვაჭრეებს ამის საშუალება მათ ადგილზე მყოფმა პოლიციამ არ მისცა, რასაც უკვე დაპირისპირება მოჰყვა. მოვაჭრეებმა ადგილზე განლაგებული რკინის კორიდორიც გაარღვიეს, თუმცა პოლიციამ ისინი ადგილიდან გამოიყვანა.

ბაზრობაზე დასაქმებულები ეჭვობენ, რომ გადარჩენილი სავაჭრო საქონელი მოპარულია.

„ყველა ყუთი თუ ცარიელია, სავსე ყუთები სად არის, სად წავიდა? ქაღალდები და ცარიელი ყუთებია. მე წავიღე? ვინ მოიპარა? აი, გუშინდელი გადაღებული სურათი და დღევანდელიც... მოპარულია, გესმის?!“-აცხადებს ერთ-ერთი მოვაჭრე.

„საწყობები ცარიელია. ცარიელი ყუთები რომ ყრია, არ დაიწვა? სად არის ის ფეხსაცმელი, რომელიც შიგნით იყო?!“-აცხადებს მოვაჭრე.

„ჩემი საქონლის ფერფლი დამანახეთ, რატომ გაზიდეთ მანამდე, სანამ დაიწვებოდა?! რატომ არ მოდის მერია დასახმარებლად. მთელი ოთხი წლის ნამუშევარი რომ წყალში ჩაგვიგდეთ, დამწვრის ფერფლი მაჩვენეთ“, - აცხადებს კიდევ ერთი მოვაჭრე.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს