ე.წ. ვაგზლის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები ადგილზე თბილისის მერიის წარმომადგენლების მისვლას ითხოვენ

ე.წ. ვაგზლის ბაზრობაზე გუშინ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები ადგილზე თბილისის მერიის წარმომადგენლების მისვლას ითხოვენ.

„თბილისის მერიისგან დახმარებას ვითხოვთ. აქ ვინც ვართ შეკრებილები, ყველა უბრალო ხალხი ვართ. პოლიტიკა ჩვენ არ გვაინტერესებს და არც გვესმის. ჩვენი საქმე არის ჩვენი პურის ფულის მოპოვება.

მე პირადად თბილისის მერიაში რამდენჯერმე დავრეკე, არავინ მიპასუხა. ჩვენ ველოდებით თბილისის მერიის წარმომადგენელს. მოვიდეს ვინმე მერიიდან და გვითხრას, რით დაგვეხმარება და როგორ დაგვეხმარება. მე პირადად საწყობში ტანსაცმელი მქონდა და ახლა კი მხოლოდ ბანკის ვალი დამრჩა, მეტი არაფერი.

დღეს, ჩვენ გვინდოდა იმ ადგილების ნახვა, სადაც ჩვენი საქონელი ინახებოდა, რადგან ზოგი ამბობს, რომ საქონელი მოპარულიაო… დამწვარი საქონელი ხომ უნდა ყოფილიყო! - ჩვენ ადგილზე ვერ შევედით. ამხელა ტერიტორია ისე არ დაიწვებოდა, ძალიან დიდი ტერიტორიაა“, - განაცხადა ერთ-ერთმა მოვაჭრემ.

ცნობისთვის, ე.წ. ვაგზლის ბაზრობაზე, სადაც გუშინ ხანძარი გაჩნდა, დღეს დილით ხმაური იყო. ხმაური და დაპირისპირება ბაზრობაზე დასაქმებულებსა და პოლიციას შორის მოხდა. დასაქმებული პირები შესვლას ითხოვდნენ იმ ტერიტორიაზე, სადაც სასაწყობე ფართებს ფლობდნენ, რადგან მათივე განმარტებით, ხანძარს გადარჩენილი სავაჭრო საქონლის გამოტანა სურდათ.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა