გიორგი შარაშიძე - მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, რაც შეიძლება მალე მოვიდნენ ხანძრის ადგილზე, ასევე, ჩატარდეს გამოძიება - სახელმწიფოს თავისი პასუხისმგებლობა აქვს და პასუხისმგებლობის მხოლოდ კერძო კომპანიაზე გადატანა სწორი არ არის

ე.წ. ვაგზლის ბაზრობაზე გუშინ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებთან პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ წევრები, გიორგი შარაშიძე და ტატა ხვედელიანი მივიდნენ.

გიორგი შარაშიძის განცხადებით, საჭიროა, რომ ადგილზე სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლები და მერიის წარმომადგენლები მივიდნენ, რათა დაზარალებულებს მხარდაჭერა გამოუცხადონ.

„პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ არ შეგვეძლო, რომ აქ არ მოვსულიყავით და ამ ადამიანებს არ დავლაპარაკებოდით, რომლებიც არიან უკიდურესად გაჭირვებულ მდგომარეობაში. მათი მდგომარეობა ენით აღუწერელია. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით სათანადო გამოძიების გარეშე, ძალიან რთულია პასუხისმგებლობაზე საუბარი. რა თქმა უნდა, აქ სახელმწიფოს თავისი პასუხისმგებლობა აქვს, პასუხისმგებლობის გადატანა მხოლოდ კერძო კომპანიაზე არ არის სწორი. სახელმწიფოს ევალება უსაფრთხოების ნორმების დაცვა, ასევე უსაფრთხოების სტანდარტების შემუშავება, რაც შემდეგ კერძო კომპანიების მიერ არის შესასრულებელი.

ზარალის ანაზღაურებაზე მეტად, ეს ადამიანები ელემენტარულ დამოკიდებულებას ითხოვენ. თითოეული მათგანი გვეუბნება, რომ აქამდე ჯერ არავინ მოსულა ადგილზე, არც თბილისის მერიიდან და არც სახელმწიფო სტრუქტურიდან.

ჩვენ ერთადერთი რაც შეგვიძლია გავაკეთოთ არის ის, რომ მოვუწოდოთ და მოვთხოვოთ შესაბამის ორგანოებს, რომ რაც შეიძლება მალე ადგილზე მოვიდნენ. ასევე, ჩვენი მოთხოვნა არის, რომ გამოძიება ჩატარდეს. აქ არის უამრავი საეჭვო გარემოება, რომელიც ფაქტობრივად, ადასტურებს, რომ ეს არის დივერსია და ეს შემთხვევით არ მომხდარა, მაგრამ მაინც საჭიროა გამოძიება. ამ ეტაპზე, ამ ადამიანებთან კომუნიკაციაა საჭირო”, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს