პეტრე ცისკარიშვილი - „მეგობარი აქტი“ არის ერთ-ერთი ყველაზე კარგად შედგენილი საკანონმდებლო აქტი, სადაც ზედმიწევნით კარგადაა გაწერილი ის პერსპექტივა, რაც საქართველოს მიეცემა აშშ-თან სტრატეგიულ პარტნიორულ ურთიერთობებში

„მეგობარი აქტი“ არის ერთ-ერთი ყველაზე კარგად დაბალანსებული და შედგენილი საკანონმდებლო აქტი, სადაც ზედმიწევნით კარგად არის გაწერილი ის პერსპექტივა, რაც საქართველოს მიეცემა აშშ-თან სტრატეგიულ პარტნიორულ ურთიერთობებში, მაგრამ თუკი დავრჩებით ისევ ამ თვითმარქვია ხელისუფლების პირობებში, საქართველოს არანაირი პერსპექტივა არ ექნება, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საბოლოო ჯამში, ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, თუ რომელი გზით სურს სიარული.

„მეგობარი აქტი“ არის ერთ-ერთი ყველაზე კარგად დაბალანსებული და შედგენილი საკანონმდებლო აქტი, რომელსაც იღებს შეერთებული შტატების კონგრესი, სადაც ზედმიწევნით კარგად არის გაწერილი ის პერსპექტივა და შესაძლებლობები, რაც საქართველოს მიეცემა შეერთებულ შტატებთან სტრატეგიულ პარტნიორულ ურთიერთობებში - თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო მიმოსვლა და სხვა, იმ შემთხვევაში, თუ ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი იქნება ის დემოკრატიული ფასეულობათა სისტემა, რომელიც არის აშშ-ში, მაგრამ თუ კი დავრჩებით ისევ ამ თვითმარქვია ხელისუფლება მიტაცებული „ქოციზმის” პირობებში, მაშინ, რა თქმა უნდა, საქართველოს არანაირი პერსპექტივა არ აქვს და უფრო მეტიც, სანქციების ქვეშ იქნება ყველა ის ხელმძღვანელი პირი, ვინც მიიტაცა ძალაუფლება. საბოლოო ჯამში, ქართველი ხალხის გადასაწყვეტია რომელი გზით უნდა ჩვენს ქვეყანას სიარული“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს