გიორგი სიორიძე არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე - პროკურატურა დღემდე მალავს სამხილებს, ხელს აფარებს იმ ისტორიულ ორგანიზებულ დანაშაულს, რომელიც „ქართულმა ოცნება“ ჩაიდინა, ცესკო-ს, სუს-ის და სასამართლოს მეშვეობით - ვერავინ გაექცევა პასუხისმგებლობას

პროკურატურა დღემდე მალავს სამხილებს, ხელს აფარებს იმ ისტორიულ ორგანიზებულ დანაშაულს, რომელიც „ქართულმა ოცნება“ ჩაიდინა, ცესკო-ს, სუს-ის და სასამართლოს მეშვეობით - ვერავინ ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას, ვინც ამის თანამონაწილეა! - ამის შესახებ ცესკოში „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა.

როგორც მან საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებაზე საუბრისას აღნიშნა, იანვრის შემდეგ არანაირი ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა გამოძიების შესახებ.

„ცესკო-მ პროკურატურას მიმართა არჩევნების გაყალბების გამოძიების მოთხოვნით. ამ გამოძიების ფარგლებში, პროკურატურამ სასამართლოს მეშვეობით გამოძიების საწყის ეტაპზევე დალუქა ცესკო-ს საცავები, სადაც ინახებოდა ელექტრონული მოწყობილობები და საარჩევნო დოკუმენტაცია, მათ შორის ამომრჩეველთა ვერიფიკაციის ხელმოწერილი ჩეკები. აქ იმალება სიმართლე, თუ როგორ დატრიალდა ეს მასშტაბური „კარუსელი“. გამოძიების ფარგლებში, შუალედური დასკვნა იანვარში გამოაქვეყნა პროკურატურამ, გამოკითხული ყოფილა 400-მდე პირი, ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი და ყველაფერი ისე ყოფილა, როგორც „ქართულ ოცნება“ გვიცხადებდა. რეალურად, არანაირი შედეგი არ დაიდო.

არანაირი ინფორმაცია ამის შემდეგ გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე არ გასაჯაროებულა. ეს დოკუმენტაცია კვლავ მიუწვდომელია ჩვენთვის. არანაირი ნდობა არ აქვს არც პროკურატურას, არც სუს-ს, არც სასამართლოს და არც ცესკო-ს, თუმცა უნდა მიაწოდონ ინფორმაცია საზოგადოებას. პროკურატურა დღემდე მალავს სამხილებს, ხელს აფარებს იმ ისტორიულ ორგანიზებულ დანაშაულს, რომელიც „ქართულმა ოცნება“ ჩაიდინა, ცესკო-ს, სუს-ის და სასამართლოს მეშვეობით. ვერავინ ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას, ვინც ამის თანამონაწილეა“,-აღნიშნა სიორიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა