„გირჩი - მეტი თავისუფლების“ პრესსამსახურის წარმომადგენელი აცხადებს, რომ რომელ ეპიზოდსაც მას შსს ედავება, იმ ტერიტორიაზე საერთოდ არ ყოფილა

„გირჩი - მეტი თავისუფლების“ პრესსამსახურის წარმომადგენელი, ანა ყურაშვილი აცხადებს, რომ რომელ ეპიზოდსაც მას შსს ედავება, იმ ტერიტორიაზე საერთოდ არ ყოფილა.

როგორც მან ჟურნალისტებს პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა, დაკისრებულ ჯარიმას არ ეთანხმება.

„პატიმრობას ველოდი, მაგრამ აღნიშნულ ჯარიმასაც არ ვეთანხმები, ვინაიდან არ ვიყავი იმ პროცესში იქ, რასაც მედავებიან. მედავებიან დერეფნის ეპიზოდს და მირიან ქავთარაძისთვის „მონის“ დაძახებას, მაგრამ ფიზიკურად არ ვყოფილვარ იქ და კადრებშიც არსად ვჩანვარ. წარმოუდგენელია საიდან ამომიცნეს. მეუბნებიან, რომ ამომიცნეს ტელევიზიებიდან, ოღონდ ტელევიზიებშიც არ ვჩანვარ“, - განაცხადა ანა ყურაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ „გირჩი - მეტი თავისუფლებისა“ და „ახალის“ პრესსამსახურის წარმომადგენლებს, ანა ყურაშვილსა და მირანდა ბაღათურიას 4000-4000- ლარიანი ჯარიმა დააკისრა. მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე პოლიციელის, მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფას ედავებოდნენ. შსს ორივესთვის პატიმრობას ითხოვდა.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა