მირანდა ბაღათურია - რადგან საქმე მირიან ქავთარაძეს ეხება, პატიმრობის შუამდგომლობას ველოდი, მაგრამ როცა გააჟღერეს, რომ კრიმინალები ვართ, მაინც სახტად დავრჩი - მოსამართლემ 4000-ლარიანი ჯარიმით გამომიშვა იმისთვის, რაც არ ჩამიდენია

გულის სიღრმეში, რადგან საქმე მირიან ქავთარაძეს ეხება, ველოდი პატიმრობის შუამდგომლობას, მაგრამ მაინც, როცა 2 ქალმა გააჟღერა ეს, რომ ვითომ ჩვენ კრიმინალები ვართ, სახტად დავრჩი - მოსამართლემ 4000 ლარიანი ჯარიმით გამომიშვა იმისთვის, რაც არ ჩამიდენია,- ამის შესახებ „ახალის“ პრესსამსახურის თანამშრომელმა, მირანდა ბაღათურიამ განაცხადა, რითაც მოსამართლის მიერ მის 4000 ლარით დაჯარიმებას გამოეხმაურა.

ბაღათურიას თქმით, იმ დღეს, როდესაც მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფას ედავებიან, ქავთარაძე საერთოდ არ უნახავს.

„დარბაზში სრული აბსურდი ხდებოდა, საქმეზე მხოლოდ და მხოლოდ 4 მოწმე არსებობს, არანაირი ვიდეო ან აუდიო მტკიცებულება. მე 17 აპრილს მირიან ქავთარაძე საერთოდ არ მინახავს. მე ჩემს სამსახურებრივ მოვალეობას ვასრულებდი, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესს ვესწრებოდი. მედავებიან მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფას, თითქოს მე მას გავეკიდე და მონა ვეძახე. არ შემიძლია ადამიანების მიმართ მსგავსი წამოძახილები, თუმცა ვთვლი, რომ მირიან ქავთარაძე ცრუ მოწმეა. მიუხედავად იმისა, იმ დღეს არანაირი გადაკვეთაში მასთან არ ვყოფილვარ. მთავარი ისაა, რომ ძალიან მარტივად შეეძლოთ, ფოიეში კამერებიდან კადრების ამოღება.

გულის სიღრმეში, რადგან საქმე მირიან ქავთარაძეს ეხება, ველოდი პატიმრობის შუამდგომლობას, მაგრამ მაინც, როცა 2 ქალმა გააჟღერა ეს, რომ ვითომ ჩვენ კრიმინალები ვართ, სახტად დავრჩი. მიუხედავად იმისა, რომ მეგონა, მოსამართლე ძალიან სამართლიანი იყო, ჩემი აზრით, უნდოდა. ამაზე მეტყველებს, პოლიციელების მობილიზებაც, უბრალოდ აქ რომ ატყდა ამბავი, შეცვალა და 4000 ლარიანი ჯარიმით გამომიშვა იმისთვის, რაც არ ჩამიდენია“,- განაცხადა მირანდა ბაღათურიამ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ „გირჩი - მეტი თავისუფლებისა“ და „ახალის“ პრესსამსახურის წარმომადგენლებს, ანა ყურაშვილსა და მირანდა ბაღათურიას 4000-4000- ლარიანი ჯარიმა დააკისრა, მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე პოლიციელის, მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფას ედავებოდნენ. შსს კი ორივესთვის პატიმრობას ითხოვდა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის