სახალხო დამცველი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა

სახალხო დამცველი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ლევან იოსელიანმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ წლიური ანგარიშის მთავარ მიგნებებზე ისაუბრა.

„განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, მათ შორის უსაფრთხოების პრობლემებს, ქართული ენის სწავლების შეზღუდვის, სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის და ეთნიკური ქართველების მიგრაციის საკითხებს.

ისაუბრა ასევე, ქალთა უფლებებზე, ადრეულ ასაკში ქორწინების, ოჯახში ძალადობასა და ფემიციდის ფაქტებზე, ამ კუთხით პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულთათვის ძალადობრივი ქცევის კორექციის პროგრამის უფრო აქტიურად დანერგვისა და განხორციელების აუცილებლობაზე და ამისთვის წამახალისებელი მექანიზმების შექმნის საჭიროებაზე.

პატიმართა უფლებებთან დაკავშირებით მიმოიხილა უვადო პატიმრების მიმართ მართლმსაჯულებისა და პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმები, მოქმედი კანონმდებლობა და პრაქტიკაში არსებული გამოწვევები.

შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს