CIU-სა და „საქართველოს სამოქალაქო თავდაცვის ლიგას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და „საქართველოს სამოქალაქო თავდაცვის ლიგას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული თანამშრომლობა მიზნად ისახავს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ფარგლებში პრაქტიკული კომპონენტის განხორციელებასა და სტუდენტებისთვის პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, დოკუმენტს ხელი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძაიამ და „საქართველოს სამოქალაქო თავდაცვის ლიგის“ თავმჯდომარემ სიმონ კოპაძემ მოაწერეს.

„ღონისძიების ფარგლებში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს სასწავლო-პრაქტიკული კურსის - „სამოქალაქო თავდაცვის საფუძვლები“ - გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ. აღნიშნული კურსი „საქართველოს სამოქალაქო თავდაცვის ლიგისა“ და „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის (სდსს) ვეტერანთა კავშირის“ მიერ ერთობლივად განხორციელდა.

სტუდენტებს შესაბამისი სერტიფიკატები „საქართველოს სამოქალაქო თავდაცვის ლიგის“ თავმჯდომარემ სიმონ კოპაძემ და სდსს ვეტერანთა კავშირის აღმასრულებელმა მდივანმა ზაალ სარაჯიშვილმა გადასცეს.

დღის ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს „სამოქალაქო თავდაცვის ლიგის“ ასოცირებული წევრის დამადასტურებელი სიგელი გადაეცა, ხოლო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების / გლობალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევების სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელს, პროფესორ ვახტანგ მაისაიას, „საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკის მეცნიერების აკადემიის“ მიერ „საპატიო წევრის“ დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცა.

აღსანიშნავია, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი პირველი ქართული უმაღლესი სასწავლებელია, რომელმაც სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში „სამოქალაქო თავდაცვის სწავლების კურსი“ და შესაბამისი პრაქტიკუმი დანერგა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს