ანა დოლიძე ე.წ. ვაგზლის ბაზრობის ხანძარზე - ყოველ წელს მსგავსი ხანძარი ხდება და დღემდე არც ერთი არ არის გამოძიებული

კოალიცია ,,ხალხისთვის-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე ე.წ. ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე მივიდა, სადაც ხანძარი იყო.

ანა დოლიძის თქმით, მსგავსი ხანძარი ყოველ წელს ხდება და დღემდე არც ერთია გამოძიებული.

,,ეს წუხილი რაც აქ არის და რაც იყო, ყველაფერი იმის ბრალია, რომ ჩვენთან არის ე.წ. ხელისუფლება, რომელსაც აქვს ერთი ამოცანა თვითონ გამდიდრდნენ და დანარჩენი მოსახლეობა გავღარიბდეთ. ეს მაფიოზური ჯგუფი მდიდრდება და დანარჩენი მოსახლეობა ღარიბდება. ამიტომაც არ უნდათ ამათ ევროკავშირი, რადგან ევროკავშირი აგებულია სოციალურ დაცვაზე. წლებია დავდივარ მსგავს შემთხვევებზე, რამდენიმე წლის წინ ვიყავი სამგორში, როდესაც იქ ხანძარი გაჩნდა. იმის წინ ვიყავი ლილოში, თუმცა დღემდე არც ერთი საქმე არ არის გამოძიებული. ერთი და იგივე ხდება ყოველთვის, ერთი შემთხვევა მითხარით, სადაც ხანძარი გაჩნდა, შემდგომ გამოძიება ჩატარდა და ვინმე პასუხისგებაში მიეცათ. არ არსებობს ეგ ერთი საქმე, მითხარით რომელიც გამოიძიეს. ერთი და იგივე ხდება ყოველთვის, ერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ რომელიმე ხანძარი გამოძიებულიყო. რა გახდა ის, რომ აქ ამ ადამიანებს ჰქონდეთ მეტი სოციალური დაცვა, ადამიანი არ იყოს დაუცველი ასეთი უბედურებებისგან?”, - განაცხადა ანა დოლიძემ, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია