აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - პრეზიდენტმა ტრამპმა და მდივანმა რუბიომ კიევში აშშ-ის საქმეთა დროებით რწმუნებულად ჯული დევისი დაასახელეს

კვიპროსში შეერთებული შტატების ელჩი, ჯული დევისი უკრაინაში აშშ-ის საქმეთა დროებითი რწმუნებული გახდება, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტემი ბრიუსმა განაცხადა.

მისი თქმით, დევისის დანიშვნის გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ მიიღეს.

„პრეზიდენტმა ტრამპმა და მდივანმა რუბიომ ელჩი ჯული დევისი დაასახელეს კიევში საქმეთა დროებით რწმუნებულად ამ კრიტიკულ მომენტში, როდესაც სისხლისღვრის შესაჩერებლად სამშვიდობო შეთანხმებისკენ მივდივართ“, - აღნიშნა ბრიუსმა.

მისი თქმით, დევისს აშშ-ის საგარეო სამსახურში 30-წლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს და 2023 წლის თებერვლიდან კვიპროსში აშშ-ის საელჩოს ხელმძღვანელის თანამდებობა ეკავა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს