სტატისტიკის სამსახურმა იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონის მმართველობისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონის მმართველობისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრა 1-2 მაისს, ქ. ბათუმში გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.

ინფორმაციის თანახმად, გასვლით სამუშაო შეხვედრას, რომელშიც მონაწილეობდნენ იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონის სამხარეო ადმინისტრაციებისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი, გოგიტა თოდრაძე ხელმძღვანელობდა.

„ორდღიანი სამუშაო შეხვედრისას, მონაწილეები გაეცნენ გენდერული სტატისტიკის მიმართულებით საქსტატის მიერ ჩატარებული გამოკვლევების შედეგებს, კერძოდ, დროის გამოყენების გამოკვლევისა და ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული გამოკვლევის მეთოდოლოგიურ მიმოხილვასა და ძირითად მიგნებებს. ასევე, რეგიონული და მუნიციპალური სტატისტიკის პორტალს, საქართველოს სტატისტიკის სისტემის განვითარების ძირითად მიმართულებებს, საქსტატის მიერ შემუშავებულ პროდუქტებს, განვითარებულ სერვისებსა და სამომავლო გეგმებს. გარდა ამისა, განიხილეს სტატისტიკური მაჩვენებლების გაანგარიშების მეთოდოლოგიური თავისებურებები და მათ გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები. იმსჯელეს სხვადასხვა გენდერულ სტატისტიკურ ინდიკატორებსა და მონაცემთა საჭიროებებზე, დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

შეხვედრაზე პრეზენტაცია „გენდერული სტატისტიკა და მისი მნიშვნელობა მუნიციპალიტეტებისთვის: ინდიკატორების მინიმალური სია“ წარადგინა ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ათეა) პროექტის კოორდინატორმა თამარ ფრანგიშვილმა.

შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსია, შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს მუნიციპალურ დონეზე სტატისტიკურ მონაცემებთან დაკავშირებული საჭიროებები და იმსჯელეს საქსტატის სამომავლო გეგმებში მათი ასახვის შესაძლებლობებზე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს