დენის შმიგალი - უკრაინის აღდგენის საინვესტიციო ფონდი აშშ-ში დარეგისტრირდება, მისი ანგარიშის ვალუტა კი გრივნა იქნება

უკრაინის აღდგენის საინვესტიციო ფონდი, რომლის შექმნასაც აშშ-სა და უკრაინას შორის გაფორმებული ბუნებრივი რესურსების შესახებ შეთანხმება ითვალისწინებს, აშშ-ში დარეგისტრირდება და მისი ანგარიშის ვალუტა გრივნა იქნება, - ამის შესახებ უკრაინელი დეპუტატის, იაროსლავ ჟელეზნიაკის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„წინასწარი შეთანხმებით, ფონდი დარეგისტრირდება აშშ-ში, მაგრამ ანგარიში იქნება უკრაინაში და შევსება მოხდება გრივნაში“, - ციტირებს ჟელეზნიაკი პრემიერ-მინისტრის სიტყვებს.

კითხვაზე, ნამდვილად იგეგმება თუ არა შეთანხმების რატიფიცირება 8 მაისს, შმიგალმა უპასუხა, რომ იმედოვნებენ, ეს რაც შეიძლება სწრაფად მოხდება.

„ჩვენ ვითხოვთ რატიფიკაციას რაც შეიძლება მალე. მადლიერები ვიქნებით“, - ციტირებს პარლამენტის წევრი შმიგალის სიტყვებს.

რაც შეეხება დანარჩენ ორ დოკუმენტს, რომლებმაც შეთანხმების ტექნიკური დეტალები უნდა განსაზღვრონ, შმიგალმა განაცხადა, რომ ეს არის ინსტიტუციებს შორის შეთანხმებები, რომლებიც პრინციპულად შეთანხმებულია და რატიფიკაციას არ ექვემდებარება.

შეგახსენებთ, ვაშინგტონმა და კიევმა ბუნებრივი რესურსების შესახებ შეთანხმება გააფორმეს. დოკუმენტს ხელი უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა, იულია სვირიდენკომ და აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა მოაწერეს. შეთანხმება აშშ-უკრაინის აღდგენის საინვესტიციო ფონდის შექმნას ითვალისწინებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს