გერმანიის სადაზვერვო სააგენტომ პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა

გერმანიის სადაზვერვო სააგენტომ, გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალური ოფისმა ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) მთლიანად ექსტრემისტულ ერთეულად გამოაცხადა, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

უწყებამ, რომელიც გერმანიის კონსტიტუციური წესრიგის დაცვაზეა პასუხისმგებელი, განმარტა, რომ განცხადება ინტენსიური და ყოვლისმომცველი შემოწმების შემდეგ გაკეთდა.

„ეთნიკურ და წარმომავლობაზე დაფუძნებული კონცეფცია რომელიც პარტიაში დომინანტურია, არ შეესაბამება თავისუფალ დემოკრატიულ წესრიგს. მისი მიზანია მოსახლეობის გარკვეული ჯგუფების საზოგადოებაში თანაბარი მონაწილეობის აღკვეთა, მათ მიმართ ისეთი მოპყრობა რომელიც კონსტიტუციას ეწინააღმდეგება“, - აღნიშნულია გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალური ოფისის განცხადებაში.

ამასთან, განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა მინისტრმა ნენსი ფაზერმაც, რომელშიც აღნიშნულია, რომ პარტია დემოკრატიული წესრიგის წინააღმდეგ კამპანიას აწარმოებს.

„AfD წარმოადგენს ეთნიკურ კონცეფციას, რომელიც დისკრიმინაციას უწევს მოსახლეობის ჯგუფებს და მიგრაციის ისტორიის მქონე მოქალაქეებს ისე ეპყრობა, როგორც მეორეხარისხოვან გერმანელებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს