პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით სამუშაო ჯგუფი შექმნა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით სამუშაო ჯგუფი შექმნა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე ასარჩევად პარლამენტს არჩილ კოჭლამაზაშვილის კანდიდატურა წარუდგინა.

კომიტეტის გადაწყვეტილებით, სამუშაო ჯგუფს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი უხელმძღვანელებს.

სამუშაო ჯგუფში ფრაქცია "ქართულ ოცნებას" ოთხი წევრი: - არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, რატი იონათამიშვილი და აკაკი ალადაშვილი ეყოლება, პოლიტიკურ ჯგუფს "ევროპელ სოციალისტებს“ ერთი წევრი - ნიკა ელისაშვილი და პოლიტიკურ ჯგუფს "ხალხის ძალას" ერთი წევრი - გურამ მაჭარაშვილი.

სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში, ასევე შედიან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი თამარ ზარანდია და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია.

პროცედურის თანახმად, სამუშაო ჯგუფმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის დოკუმენტები ორი კვირის ვადაში უნდა შეისწავლო. ამის შემდეგ კოჭლამაზიშვილს კომიტეტი მოუსმენს და დასამტკიცებლად პლენარულ სხდომაზე გავა.

"ეს პროცედურა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში წინა მოწვევის პარლამენტში შემუშავდა, რომელსაც, თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ თავისი გამჭვირვალეობისა და პროცედურის ხანგრძლივობის თვალსაზრისით მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია.

საზოგადოების თითოეულ წევრს შეუძლია მოისმინოს და იხილოს დასმული კითხვები, გაცემული პასუხები და შემდეგ უკვე კომიტეტისა და პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები", - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს