გიორგი შარაშიძე – ჩვენი გუნდი აგრძელებს ოლიგარქიული რეჟიმის მიერ შიმშილისა და გაჭირვებისთვის გაწირული, მშრომელი ადამიანების მხარდაჭერას

პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ წევრი, გიორგი შარაშიძე თბილისის მერიას მოუწოდებს, კონკრეტული განცხადება გააკეთოს, როგორ აპირებს ე.წ. ვაგზლის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულების დახმარებას.

მისივე თქმით, პარტია „გახარია - საქართველოსთვის” წევრები ყველაფერს გააკეთებს და ბოლომდე იბრძოლებს მშრომელების უფლებების დასაცავად.

„ჩვენი გუნდი ოლიგარქიული რეჟიმის მიერ შიმშილისა და გაჭირვებისთვის გაწირული მშრომელი ადამიანების მხარდაჭერას აგრძელებს. 1-ელ მაისს, მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღეს ჭიათურაში ვიმყოფებოდით, სადაც მაღაროელების პროტესტი გრძელდება, რომლებიც უკიდურესად რთულ მდგომარეობაში არიან. მათ უსამართლოდ ოლიგარქიული რეჟიმი ექცევა და რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკური ძალა მათ მხარდასაჭერად ყველაფერს გააკეთებს და ბოლომდე ვიბრძოლებთ მაღაროელების და მშრომელების უფლებების დასაცავად.

ასევე, ადგილზე ვიყავით და მხარდაჭერა გამოვუცხადეთ ე.წ. „ბორჯომის ბაზრობაზე” საეჭვო ვითარებაში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ ასობით ადამიანს, ვინც ყოველდღიური შემოსავლის გარეშე დარჩა. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, მათ არ იციან, რას აპირებს სახელმწიფო, რას აპირებს თბილისის მერია იმისათვის, რომ რაც შეიძლება მალე შეძლონ საქმიანობის გაგრძელება და ყოველდღიური შემოსავლის გარეშე არ დარჩნენ.

ჩვენი მოწოდება კვლავ ძალაშია, რომ რაც რაც შეიძლება მალე, სასურველია დღესვე, დღის ბოლომდე, თბილისის მერიამ კონკრეტული განცხადება გააკეთოს, თუ როგორ აპირებს ამ ადამიანების დახმარებას, როგორც ზარალის ანაზღაურების კუთხით, ასევე ალტერნატიული სავაჭრო ფართების შეთავაზების კუთხით. ასევე მნიშვნელოვანია, მოვაჭრეების დახმარება საბანკო სესხების თვალსაზრისითაც“, - განაცხადა შარაშიძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია