თინა ბოკუჩავა „MEGOBARI აქტზე“ - აუცილებელია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, ივანიშვილის და მისი გარემოცვის დასანქცირება, რათა უფრო მეტი ზემოქმედების ბერკეტი ჰქონდეს აშშ-ს ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ

აუცილებელია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, ივანიშვილის და მისი გარემოცვის დასანქცირება იმისთვის, რომ უფრო მეტი ზემოქმედების ბერკეტი ჰქონდეს აშშ-ს ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც თანამშრომლობს არა მხოლოდ რუსეთთან, არამედ აშშ-ის მტრად გამოცხადებულ სახელმწიფოებთან, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ „MEGOBARI აქტთან“ დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ეს განხილვა ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატაში.

„კონგრესმენ ჯო უილსონთან დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს. ის არის ეუთოში აშშ-ის ჯგუფის ხელმძღვანელი. ის ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს, რათა კვლავ შეახსენოს მათ შორის ტრამპის ადმინისტრაციას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის ინტერესების დაცვა. ეს არის ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავალი და ამისთვის აუცილებელია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, როგორიც არის ივანიშვილისა და მისი გარემოცვის დასანქცირება იმისთვის, რომ უფრო მეტი ზემოქმედების ბერკეტი ჰქონდეს აშშ-ს ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც თანამშრომლობს არა მხოლოდ რუსეთთან, არამედ აშშ-ის მტრად გამოცხადებულ სახელმწიფოსთან. ეს სახელმწიფოა ირანი და ამას ყოველთვის ხაზს უსვამს ჯო უილსონი. ეს განხილვა ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატაში“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს