უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი - უკრაინა არ წავა „მშვიდობაზე ნებისმიერ ფასად“

უკრაინა არ წავა „მშვიდობაზე ნებისმიერ ფასად“, ერთ-ერთი წითელი ხაზი ნატო-ში მისწრაფებაა, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ უკრაინის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

„პირველ რიგში, არ წავალთ უკრაინის ნებისმიერი დროებით ოკუპირებული ტერიტორიის რუსულად აღიარებაზე“, - განაცხადა სიბიგამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა არ წავა საკუთარი არმიის სტრუქტურის ან რიცხოვნების შეზღუდვაზე, ასევე თავდაცვითი მრეწველობის, მოკავშირეების სამხედრო დახმარების ან მათი კონტინგენტების განლაგების შეზღუდვაზე.

„მესამე, არ მივიღებთ უკრაინის სუვერენიტეტის, ჩვენი შიდა და საგარეო პოლიტიკის რაიმე შეზღუდვებს, მათ შორის მოკავშირეებისა და ალიანსების არჩევის მხრივ, რომლებთანაც შეერთებასაც ვცდილობთ“, - განაცხადა სიბიგამ.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ახლა მოკავშირეებს შორის უკრაინის ნატო-ში გაწვერიანების საკითხზე კონსენსუსი არ არსებობს, კიევი მომავალში „აქტიურად იმუშავებს მის მისაღწევად“.

„რუსეთს ან ნებისმიერ სხვა ქვეყანას არ აქვს და არ ექნება ჩვენს არჩევანზე ვეტოს უფლება”, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე