ზვიად ძიძიგური - იმისათვის, რომ კოალიციურ მთავრობაზე ილაპარაკო, ჯერ ახალი არჩევნები უნდა იყოს - ელემენტარულად ჩამოყალიბებული უნდა იყოს, როდის ტარდება, შემდეგ უნდა ილაპარაკო კოალიციურ მთავრობაზე

ის, რომ დღეს ოპოზიცია მთლად არ არის ყოჩაღ მდგომარეობაში ამას ყველა კარგად ვხედავთ. პროტესტი არსად წასულა და ოპოზიციის ადგილი ცარიელი არასდროს დარჩება. ყველა ვარიანტში ხელისუფლების ჩამნაცვლებელი ისევ პოლიტიკური ოპოზიცია იქნება,- ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა.

როგორც მან "პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, „ქვეყანაში ნახევარზე მეტი მონაწილეობს აქტიურ პროტესტში“.

„ოპოზიციის დღევანდელი მდგომარეობა არ არის ისეთი ყოჩაღი, როგორსაც ვისურვებდით რომ ყოფილიყო. მაგრამ საკმარისია, მრავალი ფაქტორის ზემოქმედებიდან გამომდინარე ხელისუფლებამ გადაწყვიტოს, მოდი, დავნიშნავ კიდევ ერთხელ არჩევნებს და ამ არჩევნებში კიდევ უფრო მეტი შედეგით გავიმარჯვებ, გარწმუნებთ, რომ სიტუაცია მაშინვე შეიცვლება. ქვეყანაში ნახევარზე მეტი მონაწილეობს აქტიურ პროტესტში, არავის უნდა ქვეყნის რუსულ ორბიტაზე დაბრუნება. ვარიანტი, რომ ამ ხელისუფლების სახლში გასაშვებად გამოიყენონ, ისევ არჩევნები იქნება.

ის, რომ ამ სახალხო პროტესტში ოპოზიციური პარტიები არ იყვნენ წამყვანები, ეს პირველივე დღიდან ვიცოდით. სახალხო პროტესტში ოპოზიციამ თავისი ადგილი იპოვა, რომელიც ოპტიმალური იყო. ზომაზე მეტი ენერგიისა და პასუხისმგებლობის აღება ამ პროტესტებს კიდევ უფრო დააზიანებდა. ის, რომ დღეს ოპოზიცია მთლად არ არის ყოჩაღ მდგომარეობაში ამას ყველა კარგად ვხედავთ. პროტესტი არსად წასულა და ოპოზიციის ადგილი ცარიელი არასდროს დარჩება. ყველა ვარიანტში ხელისუფლების ჩამნაცვლებელი ისევ პოლიტიკური ოპოზიცია იქნება“,-განაცხადა ძიძიგურმა.

ამასთან, ძიძიგურმა ოპოზიციის წრეებში კოალიციურ მთავრობაზე საუბრებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ დღევანდელი მონაცემებით, კოალიციურ მთავრობაზე ლაპარაკი ადრეა.

მისივე თქმით, ამისთვის სულ მცირე არჩევების თარიღი მაინც უნდა იყოს ცნობილი.

„იმისათვის, რომ კოალიციურ მთავრობაზე ილაპარაკო, ჯერ ახალი არჩევნები უნდა იყოს. ელემენტარულად ჩამოყალიბებული უნდა იყოს როდის ტარდება, შემდეგ უნდა ილაპარაკო კოალიციურ მთავრობაზე. ვადამდელი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ევროპულ კოლეგებთან თანამშრომლობა ეს ყველაფერი არის აქტიურ ფაზაში. მთავარია პროტესტი არ უნდა დამთავრდეს, არც ქვეყნის შიგნით, არც გარედან“,- განაცხადა ძიძიგურმა.

ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას ძიძიგურმა აღნიშნა, რომ პოლიტიკური პარტიები ყოველთვის უნდა იყვნენ მზად არჩევნებისთვის.

„ჩვენი პოზიცია არის მარტივი: არჩევნები არის ბერკეტი, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არის ბერკეტი, ამას გამოიყენებ თუ არა ეს არის შენი გადასაწყვეტი. ამ გადაწყვეტილებას ჩვენი პარტია მიიღებს მაშინ, როდესაც დრო მოვა. ჯერ არ არის ამის დრო მოსული.

პლებისციტი ვინ უნდა ჩაგიტაროს? იმ ხელისუფლებამ, რომელმაც არჩევნები გააყალბა? არჩევნებში მონაწილეობა უფრო რთულია, ვიდრე ბოიკოტი. მე ვფიქრობ, რომ

პარტია ყოველთვის უნდა იყოს მზად არჩევნებისთვის. ყველა პარტია უნდა ემზადებოდეს“, - განაცხადა ძიძიგურმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო