დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - პუტინი საკმარისად აფერხებს და ხელს უშლის მოლაპარაკებებს, მსოფლიო მოთმინებას კარგავს

პუტინი საკმარისად აფერხებს და ხელს უშლის მოლაპარაკებებს, მსოფლიო მოთმინებას კარგავს, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ ლემი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან გამართული საუბრის შემდეგ X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„დღეს ჯეი დი ვენსთან საუბრის დროს გავიმეორეთ ჩვენი საერთო სურვილი დავასრულოთ უკრაინაში რუსეთის ბარბაროსული შეჭრა და ჩვენი ერთგულება მყარი მშვიდობისადმი.

პუტინმა საკმარისად დააყოვნა და ხელი შეუშალა მოლაპარაკებებს. მსოფლიომ მოთმინება დაკარგა", - წერს ლემი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს