Reuters - ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი ეკონომიკური სანქციები შეიმუშავეს

ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი ეკონომიკური სანქციები შეიმუშავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტო Reuters-ის ცნობით, უკრაინაში ომის დასრულებისთვის რუსეთზე ზეწოლის გაძლიერების მიზნით, აშშ-ის პოტენციური სანქციების სამიზნეს რუსეთის ენერგეტიკული და საბანკო სექტორები, მათ შორის „გაზპრომი“ და სხვა კომპანიები, წარმოადგენს.

„ეროვნული უშიშროების საბჭო ცდილობს კოორდინაცია გაუწიოს რუსეთის წინააღმდეგ სადამსჯელო ქმედებას. ამას ხელი ტრამპმა უნდა მოაწეროს. ეს სრულიად მისი გადასაწყვეტია“, - განუცხადა გამოცემას წყარომ.

ჯერჯერობით უცნობია, დაამტკიცებს თუ არა სანქციების აღნიშნულ პაკეტს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს