ტატა ხვედელიანი - ვემზადებით ნებისმიერი არჩევნებისთვის, რომელიც დაინიშნება რადგან არჩევნები დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია, რათა ქვეყანაში ცვლილებები მშვიდობიანი გზით განხორციელდეს - ამას მოვუწოდებთ სხვა პარტიებსაც

ჩვენი პარტია ემზადება ნებისმიერი არჩევნებისთვის, რომელიც დაინიშნება ქვეყანაში, რადგან არჩევნები გახლავთ დემოკრატიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი, რათა ქვეყანაში ცვლილებები მშვიდობიანი გზით განხორციელდეს - ამას მოვუწოდებთ სხვა პარტიებსაც, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარემ, ტატა ხვედელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციურ პარტიებს შორის არაერთ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, თუმცა ორი საკითხის გარშემო ერთიანდებიან - პატიმრების გათავისუფლება და ქვეყნის ევროპული პერსპექტივის აღდგენა.

„ჩვენი პოლიტიკური ძალა ყოველთვის აცხადებდა, რომ ოპოზიციურ ფლანგზე, გარდა იმისა, რომ არსებობს კოორდინაცია ორ საკითხზე, ესენია პატიმართა მდგომარეობა და მათი უპირობო გათავისუფლება და ხელახალი არჩევნების ჩანიშვნის გზით ევროპული მომავლის აღდგენა. ამის მიღმა, ოპოზიციურ ფლანგში არის ძალიან ბევრი ფასეულობითი განსხვავება, მათ შორის ჩვენი და სხვა პარტიების მიერ გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებითაც. ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა, თუ როგორ უნდა წავართვათ ივანიშვილს ფული და ძალაუფლება. ჩვენ მივყვებით ჩვენს მკაფიო დღის წესრიგს და ვცდილობთ მივიდეთ საბოლოო გამარჯვებამდე. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოს ევროპული მომავალი აღდგეს“, - განაცხადა ხვედელიანმა.

ხვედელიანმა ასევე აღნიშნა, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და მისი ამომრჩევლისთვის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციაზე საუბარი მათთვის წითელი ხაზის გადაკვეთას წარმოადგენს.

„ჩვენ კოალიციურ ფორმატს არ განვიხილავთ და არ ვიქნებით მისი ნაწილი. ჩვენთვის ყოველთვის წითელი ხაზი იყო ნებისმიერ ფორმატში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ რაიმე სახის კოალიციაზე საუბარი. ეს არის წითელი ხაზი ჩვენი ამომრჩევლისთვისაც და მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია მათთან.

პატიმრების გათავისუფლებასა და ჩვენი ევროპული მომავლის გამოცოცხლებასთან დაკავშირებით რა თქმა უნდა კოორდინაცია გვაქვს სხვა პარტიებთან“, - განაცხადა ხვედელიანმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო