პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

რუსთაველის გამზირი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარე საპროტესტო აქციის 157-ე დღესაც გადაიკეტა.

აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ სხვადასხვა წარწერით ბანერი, ასევე, საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. პარალელურად, სხვადასხვა ფრაზებს სკანდირებენ.

მოქალაქეებს, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოსთან არიან შეკრებილი, უცვლელი მოთხოვნები აქვთ - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.

გია ხუხაშვილი - ავტორიტარული მიდრეკილების გარდა, ჩვენ გვყავს აბსოლუტურად არაკომპეტენტური ხელისუფლება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„გორგიას“ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო გადაეცა