ვოლოდიმირ ზელენსკი - სამწუხაროა, რომ ევროპაში გარკვეული პირები ბლოკავენ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროგრესს იმისთვის, რომ წითელი მოედნის ტრიბუნაზე უკეთესი ადგილი მოიპოვონ

ვაფასებთ ჩეხეთის რესპუბლიკის მხარდაჭერას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, წელს ჩვენ მზად ვართ, გავხსნათ მოლაპარაკებების პროცესში პირველი კლასტერები, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

„სამწუხაროა, რომ ევროპაში გარკვეული პირები ბლოკავენ ამ პროგრესს - არა იმისთვის, რომ საკუთარი ერების ინტერესებს ემსახურონ, არამედ იმისთვის, რომ წითელ მოედანზე ტრიბუნაზე უკეთესი ადგილის მოიპოვონ“, - აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ გაიმარჯვოს ევროპულმა ღირებულებებმა და არა ცალკეული პოლიტიკოსების ახირებებმა.

„ჩვენთვის, ევროპაში, მნიშვნელოვანია, რომ ნამდვილად გაიმარჯვოს ევროპულმა ღირებულებებმა და არა ცალკეული პოლიტიკოსების ახირებებმა. მადლიერები ვიქნებით ჩეხეთის რესპუბლიკის ამ პოზიციის ევროპულ დონეზე მხარდაჭერისთვის. ევროპა ძლიერი უნდა იყოს, რათა მასში შემავალი ყველა ერის ინტერესები დაცული იყოს“, - წერს ზელენსკი.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები