ისრაელის არმია ღაზაში დაგეგმილი გაფართოებული შეტევისთვის რეზერვისტების გაწვევას იწყებს

ისრაელის არმიამ ღაზაში ოპერაციების გაძლიერებისა და გაფართოების მიზნით ათიათასობით რეზერვისტის გამოძახება დაიწყო, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ისინი ზრდიან ზეწოლას ღაზაში დაკავებული მძევლების დაბრუნებისა და ჰამასის მებრძოლების დამარცხების მიზნით.

ისრაელის არმიაში განმარტავენ, რომ ისინი იმოქმედებენ ახალ ტერიტორიებზე და გაანადგურებენ ყველა ინფრასტრუქტურას როგორც მიწისზედა, ასევე მიწისქვეშა სივრცეში.

მანამდე, ისრაელის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყნის უსაფრთხოების კაბინეტმა ღაზაში სამხედრო ოპერაციების გაფართოება დაამტკიცა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს