ანდრიუს კუბილიუსი - თუ ტრამპი პუტინს მშვიდობის დამყარებაში ვერ დაარწმუნებს, ევროკავშირმა, შესაძლოა, უკრაინის დახმარება გააორმაგოს

ევროკომისარი თავდაცვისა და კოსმოსის საკითხებში, ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ ევროკავშირს აქვს შესაძლებლობა მნიშვნელოვნად გაზარდოს უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერა უკრაინელი მწარმოებლებისგან იარაღის პირდაპირ შეძენით.

ევროკომისარი სოციალურ ქსელში წერს, რომ აშშ და ევროკავშირი ამჟამად უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სახით ყოველწლიურად დაახლოებით 40 მილიარდ ევროს გამოყოფენ. თუმცა, მისი თქმით, ამ თანხის უფრო ეფექტურად გამოყენება შესაძლებელია უკრაინელი მწარმოებლებისგან იარაღის პირდაპირ შეძენაში ინვესტირებით.

„თუ ტრამპი პუტინს მშვიდობის დამყარებაში ვერ დაარწმუნებს, ჩვენ, შესაძლოა, ძალიან სწრაფად წარმოვადგინოთ მშვიდობისთვის უფრო დამაჯერებელი არგუმენტები - უკრაინისთვის ჩვენი სამხედრო მხარდაჭერის მნიშვნელოვნად გაზრდით. აქამდე ევროკავშირი და აშშ უკრაინას წელიწადში დაახლოებით 40 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებას უწევდნენ. თუმცა, ჩვენ შეგვიძლია იგივე თანხა დავხარჯოთ უკრაინაში თანამედროვე იარაღის შეძენაზე - რაც დაახლოებით ორჯერ ნაკლები დაჯდება, ვიდრე ევროკავშირში ან აშშ-ში წარმოებული იარაღი. ეს, ფაქტობრივად, გააორმაგებს უკრაინის მიერ იმავე 40 მილიარდი ევროს სანაცვლოდ მიღებული იარაღის მოცულობას. ჩვენი მხარდაჭერის რეალური ღირებულება 80 მილიარდ ევრომდე გაიზრდება“, - წერს კუბილიუსი.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს