IBSU-ს სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანმა, ირაკლი შამათავამ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანი, აფილირებული პროფესორი ირაკლი შამათავა, როგორც სამეცნიერო საბჭოს წევრი, საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდა, რომელიც სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა. ინფორმაციას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონფერენციის თემას წარმოადგენდა „Civil Procedural Law and ADR“, რომელსაც მოდერაციას უწევდა სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის ასოცირებული პროფესორი სიმონ ტაკაშვილი.

„კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის, არბიტრაჟის, აღსრულების, შრომით-სამართლებრივი დავების, სასამართლო პრაქტიკისა და ხელოვნური ინტელექტის თემატიკას შეეხებოდა, რომელიც შედარებით-სამართლებრივ ჭრილში იყო განხილული.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ პოლონეთის, რუმინეთის, ლიეტუვის, პორტუგალიის, უკრაინისა და საფრანგეთის უნივერსიტეტის წარმომადგენლობა და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის დოქტორანტები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს