გია ვოლსკი - როცა კონგრესმენები ასე გიტევენ და MEGOBARI-ის სახელს არქმევენ აქტს, რომელშიც ყველა პუნქტი უსამართლოა, რთულ სიტუაციას გვიქმნის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვითარება არ ექვემდებარება კონტროლს და გამოსწორების პერსპექტივა არ არსებობს

როდესაც კონგრესმენები შენ ასე გიტევენ და MEGOBARI-ის სახელს არქმევენ აქტს, რომელშიც ყველა პუნქტი არის უსამართლო, რასაკვირველია, რთულ სიტუაციას გვიქმნის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვითარება არ ექვემდებარება გარკვეულ კონტროლს და გამოსწორების პერსპექტივა არ არსებობს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ „MEGOBARI აქტზე“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ქართული მხარე იმედს იტოვებს, რომ მოვა ის დრო, როდესაც საქართველო ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას მართლაც სუფთა ფურცლიდან დაიწყებს და სტრატეგიულ პარტნიორობას რეალური შინაარსი ექნება.

„რთული სიტუაციაა. როდესაც კონგრესმენები შენ ასე გიტევენ და MEGOBARI-ის სახელს არქმევენ აქტს, რომელშიც ყველა პუნქტი არის უსამართლო, რასაკვირველია, რთულ სიტუაციას გვიქმნის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვითარება არ ექვემდებარება გარკვეულ კონტროლს და გამოსწორების პერსპექტივა არ არსებობს. ახლახან, ამხელა ვიზიტი ჰქონდა ვიცე-პრემიერს ამერიკის შეერთებულ შტატებში. საუბრები ჰქონდა როგორც ეკონომიკურ საკითხებზე, ასევე პოლიტიკურ საკითხებზე. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ მოვა ის დრო, როდესაც მართლაც სუფთა ფურცლიდან დავიწყებთ ურთიერთობას და რაც შეეხება სტრატეგიულ პარტნიორობას, ამას ექნება რეალური შინაარსი და არა მხოლოდ სათაური და დასახელება. მეორე მხრივ, ნახეთ ამერიკის შეერთებულ შტატებსაც აქვს პარტნიორული ურთიერთობები, სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმა ჩვენს მეზობელ, მეგობარ სომხეთთან. წარმატებებს ვუსურვებთ ამ მიმართულებით, მაგრამ ახლახან სომხეთმა ირანთან ერთად სამხედრო წვრთნები ჩაატარა. ანუ, ინტერესებიდან გამომდინარეობს ყველა ქვეყნის დამოკიდებულება და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ინტერესები დადგება წინ, მათ შორის, აშშ-ის ინტერესები და არა კონკრეტული ცალკეული კონგრესმენების მოსაზრება, რომ აუცილებლად "ნაცმოძრაობა" უნდა იყოს ქვეყნის სათავეში," - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში დღეს „MEGOBARI აქტს“ განიხილავენ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის