ყაზბეგში „ვინჩეროს“ ახალი ფილიალი გაიხსნა

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ახალი მაღაზია ქსელი „ვინჩერო“ გაფართოებას განაგრძობს. რიგით მეოთხე მაღაზია უკვე ყაზბეგში გაიხსნა. ქსელი KTW ჯგუფის მიერაა შექმნილი და მიზნად ისახავს მაღალი ხარისხის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კიდევ უფრო ხელმისაწვდომობას რეგიონში.

ახალი ფილიალი მომხმარებლებს ცისტერნიდან ჩამოსასხმელ ღვინოს სთავაზობს, რომელიც ტრადიციული მეთოდითაა დაყენებული და ყურძნის თავდაპირველ არომატსა და გემოს სრულად ინარჩუნებს:

* ალაზნის ველი - წითელი, ნახევრად ტკბილი (ALC. 11.5%)* რქაწითელი ქვევრის - თეთრი, მშრალი (ALC. 12%)* საფერავი - წითელი, მშრალი (ALC. 12%)* რქაწითელი ევროპული - თეთრი, მშრალი (ALC. 12%)

მაღაზიაში წარმოდგენილია KTW ჯგუფის ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორიცაა „შატო ასკანა“, „გურამიშვილის მარანი“, „შატო მანავი“, „ძველი კახეთი“ და სხვა. ასევე, შეიძენთ „ნენა“-ს სავაჭრო ნიშნით წარმოებულ პროდუქციას, რომელიც კომპოტის, მურაბის, ჯემის, თაფლისა და საწებლის ნაირსახეობებს აერთიანებს.

„ვინჩეროში“ მოქმედებს ლოიალური საფასო პოლიტიკა, მუდმივად აქტიურია ფასდაკლებები და სპეციალური შეთავაზებები. მიმდინარე სიახლეების სანახავად, მომხმარებლებმა თვალი უნდა ადევნონ გვერდებს სოციალურ პლატფორმებზე.

„ვინჩეროს“ მიზანია, გახდეს არა მხოლოდ სავაჭრო სივრცე, არამედ ადგილი, სადაც სტუმრები გაეცნობიან მეღვინეობის ტრადიციებსა და კულტურას.

მაღაზიის მისამართია: სტეფანწმინდა, ყაზბეგიT: 591 40 12 91

ალ­კოჰო­ლის დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მი­ღე­ბა ვნებს ჯან­მრთე­ლო­ბას.

(R)

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია