ლევან მგალობლიშვილი ქუთაისში სამედიცინო ცენტრ „დიომედი +“-ის პერსონალს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ლაშა ქარდავასთან ერთად, ქუთაისში მდებარე სამედიცინო ცენტრ „დიომედი +“-ში იმყოფებოდა, სადაც ცენტრის პერსონალს შეხვდა და კლინიკა დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, მთავრობის თავმჯდომარემ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს პროფესიონალიზმისა და მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის მადლობა გადაუხადა და ექიმებს „დიომედის“ კლინიკების ახალი დირექტორი ნათია ფარცვანია წარუდგინა.

„შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აფხაზეთის პოლიკლინიკების რებრენდინგის და სამომავლო განვითარების აუცილებლობაზე, ასევე სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და ინფრასტრუქტურული გარემოს გაუმჯობესებაზე, რაც ხელს შეუწყობს დროებით დევნილი მოსახლეობის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სამედიცინო სერვისებით უზრუნველყოფას.

ვიზიტის ფარგლებში მთავრობის თავმჯდომარემ კლინიკის ყოფილი მენეჯერი, ღვაწლმოსილი ექიმი ნინო ქასრაშვილი მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობისთვის აფხაზეთის მთავრობის მადლობის სიგელით დააჯილდოვა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა