მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე თეა წულუკიანის მოწმის სახით გამოკითხვას ითხოვენ

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის გამოკითხვას ითხოვენ. ამის შესახებ ინფორმაციას კოალიციის პრესსამსახური ავრცელებს.

შესაბამისი წერილი ხაზარაძე-ჯაფარიძის ადვოკატებმა პარლამენტში უკვე შეიტანეს.

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, თეა წულუკიანს ე.წ. საგამოძიებო კომისიის საქმეზე იბარებენ, რის გამოც მათ მიმართ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. ადვოკატების განცხადებით, თეა წულუკიანს და ე.წ. კომისიის წევრებს, სასამართლოსთვის განმარტების მიცემა მოუწევთ, ყველა იმ განცხადებასა თუ ქმედებაზე, რომელსაც ე.წ. საგამოძიებო კომისიის მუშაობისას ჰქონდა ადგილი. თეა წულუკიანს პასუხისთვის 3 დღე აქვს“, - ნათქვამია კოალიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო