დონალდ ტრამპი - ვფიქრობ, ბევრმა იცის ვინ ააფეთქა „ჩრდილოეთის ნაკადი“, მაგრამ მე ვიყავი ის, ვინც თავდაპირველად „ააფეთქა“, რადგან მისი აშენება არ დავუშვი, შემდეგ კი ბაიდენი მოვიდა და უფლება მისცა

ვფიქრობ, ბევრმა იცის ვინ ააფეთქა „ჩრდილოეთის ნაკადი“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.

„თუ დაიჯერებთ, თქვეს, რომ რუსეთმა ააფეთქა. თუ გარკვეულ ადამიანებს ვკითხავ, შევძლებ გითხრათ ვინ ააფეთქა, გამოძიებაზე დიდი თანხების დახარჯვის გარეშე. ვფიქრობ, ბევრმა ადამიანმა იცის ვინ ააფეთქა. მაგრამ, მე ვიყავი ის, ვინც თავდაპირველად „ააფეთქა“, რადგან მე მისი აშენება არ დავუშვი და შემდეგ ბაიდენი მოვიდა და აშენების უფლება მისცა“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, რუსეთსა და უკრაინას შეთანხმების მიღწევა სურთ.

„რუსეთთან, ნავთობის ფასის ვარდნის გათვალისწინებით, ვფიქრობ კარგ პოზიციაში ვართ ამის მოგვარებისთვის. მათ მოგვარება სურთ. უკრაინასაც მოგვარება სურს. მე რომ პრეზიდენტი არ ვიყო, მოგვარების სურვილი არავის ექნებოდა. ძალიან დიდი გზა გავიარეთ და იმედი მაქვს, რომ რაღაც მოხდება. როგორც იცით, პუტინმა ახლახან გამოაცხადა სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტა, რაც დიდ მიღწევად არ ჩანს, მაგრამ იმის გათვალისწინებით საიდანაც დავიწყეთ, ეს დიდი მიღწევაა“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა