კონგრესმენი სტივ კოენი - „ქართული ოცნება“ „ქართულ კოშმარად“ გადაიქცა, ოცნება საქართველოში აღარ არსებობს და ქვეყანას ჩვენს მოწინააღმდეგეებთან აახლოებს - „ქართული ოცნება“ დასანქცირდება

აშშ საქართველოში თავისუფლებას ყოველთვის მხარს უჭერდა და ეს გამონაკლისი არც ეს შემთხვევაა, ეს კანონპროექტი ამ მხარდაჭერის გამოხატულებაა, - ამის შესახებ კონგრესმენმა, სტივ კოენმა (დემოკრატიული პარტია) აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც „MEGOBARI აქტის“ განხილვა მიმდინარეობს.

კონგრესმენის თქმით, „ქართული ოცნება“ „ქართულ კოშმარად“ გადაიქცა, ოცნება საქართველოში აღარ არსებობს და ქვეყანას აშშ-ს მოწინააღმდეგეებთან აახლოებს.

„საქართველო უკვე დიდი ხანია ამერიკის შეერთებული შტატების დიდი მეგობარია. მე საქართველოში არჩევნებზე ვიმყოფებოდი, როდესაც მათ 12 წლის წინ „ქართული ოცნება“ აირჩიეს. მაგრამ „ქართული ოცნება“ „ქართულ კოშმარად“ გადაიქცა. ოცნება საქართველოში აღარ არსებობს და ამ ქვეყანას ჩვენს მოწინააღმდეგეებთან აახლოებს. არალეგიტიმურმა „ქართული ოცნების“ პარტიამ, ივანიშვილის ხელმძღვანელობით, 2024 წლის არჩევნები გააყალბა და მას შემდეგ მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. „ქართული ოცნება“ მოსახლეობას არბევს, მათ შორის სიტყვისა და შეკრების თავისუფლების აკრძალვით, დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენებით და სასამართლო პროცესის ბოროტად გამოყენებით მომიტინგეების უკანონოდ დაკავებისთვის. დემონსტრანტები თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ“, - განაცხადა სტივ კოენმა.

მისი თქმით, „MEGOBARI აქტი“ საქართველოს მხარდაჭერას გამოხატავს.

„აშშ საქართველოში თავისუფლებას ყოველთვის მხარს უჭერდა და ეს შემთხვევაც გამონაკლისი არ არის. ეს კანონპროექტი ამ მხარდაჭერის გამოხატულებაა. ეს კანონპროექტი „ქართული ოცნების“ ოფიციალური პირების შეფასებას ითვალისწინებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრასა და კორუფციის ხელშეწყობაზე. მათ წინააღმდეგ სანქციები დაწესდება და „ქართული ოცნება“ დასანქცირდება. რაც ხდება, ფაქტობრივად რევოლუციაა, სადაც პარტიის ხელმძღვანელ ივანიშვილს რუსეთში ინვესტიციები აქვს და ცდილობს, ქვეყანა პუტინთან დააახლოოს. კანონპროექტი საქართველოსთან ძლიერ ურთიერთობას ითვალისწინებს, როდესაც ის კონსტიტუციითა და ხალხის მოთხოვნით დადგენილ კურს დაუბრუნდება“, - აღნიშნა კონგრესმენმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა