გაერთიანებული სამეფოს მთავრობა - კირ სტარმერმა და ემანუელ მაკრონმა რუსეთის მიერ 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულების აღების აუცილებლობა განიხილეს

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბრის დროსაც უკრაინაში შექმნილი ვითარება განიხილეს, - ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ავრცელებს.

მთავრობის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ლიდერებმა განაცხადეს, რომ აუცილებელია რუსეთი 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტას დასთანხმდეს.

„ლიდერებმა განიხილეს რუსეთის მიერ 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულების აღების აუცილებლობა, რათა უზრუნველყოფილი იყოს სამშვიდობო მოლაპარაკებები. პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ უკრაინამ დაამტკიცა, რომ მზადაა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს და მშვიდობის მხარეა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაერთიანებული სამეფოს მთავრობაში აცხადებენ, რომ მაკრონმა და სტარმერმა ასევე ისაუბრეს გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის მომავალი სამიტისა და მომდევნო კვირებში დაგეგმილი ევროკავშირ-ბრიტანეთის სამიტის შესახებ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს